იტალიაში ჩინეთის სამედიცინო ჯგუფები ჩავიდნენ, რომლებმაც სამედიცინო დახმარება ჩაიტანეს

ჩინეთის სამედიცინო ჯგუფი უკვე იტალიაშია. ჩინელი ექიმები ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ და მედიის ინფორმაციით, სამედიცინო აღჭურვილობა, დამცავი ნიღბები და მედიკამენტები ჩაიტანეს.

გავრცელებული ცნობებით, სამედიცინო დახმარება ორ მილიონამდე სახის ნიღაბს და 700-ზე მეტ სასუნთქ მოწყობილობებს მოიცავს. სამედიცინო გუნდში ის ინტენსიური თერაპიის სპეციალისტები, პედიატრები და ექთნები არიან, რომლებიც ჩინეთში კრიზის მართვაში მონაწილეობდნენ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიომ ჩინელი ექიმების ჩასვლას ქვეყანაში „ფეისბუქით“ გამოეხმაურა.

„დღეს იტალია მარტო აღარაა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი მხარს გვიჭერს“,-აღნიშნა მაიომ.

შეგახსენებთ, იტალია covid-19-ისგან ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა. ვირუსით ქვეყანაში 15 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს