ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭო მთავრობას მიმართავს, ბიზნესს 3-თვიანი საშეღავათო გადაწყვეტილებები შესთავაზოს

ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭო საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართავს, რომ ახალი კორონავირუსის გამო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში შესთავაზოს ბიზნესს, შესაბამის სექტორებს 3-თვიანი საშეღავათო გადაწყვეტილებები, რომელთა მეშვეობითაც მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება დაცული. ამის სესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭოდან აცნობეს

„მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემია მნიშვნელოვნად იმოქმედებს როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე და საქართველოს მივმართავთ მთავრობას, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში შესთავაზოს ბიზნესს, შესაბამის სექტორებს 3 თვიანი საშეღავათო გადაწყვეტილებები, რომელთა მეშვეობითაც მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება დაცული.

ვინაიდან კორონავირუსთან დაკავშირებით, უახლოეს თვეებში საქართველოში არსებულ სასტუმროებში ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმებულია; ასევე საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები; სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით დროებით შეჩერებულია ფრენები და ახლო მომავალში მოსალოდნელია საერთაშორისო ვიზიტორების კლება, ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება ტურიზმსა და ჰორეკას სექტორს (HoReCa - სასტუმროები, რესტორნები, კაფეები). აღნიშნული მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან ამ ეტაპზე სასურველია მოიცავდეს ადგილობრივი და/ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების 3 თვით გადავადებას ან შემცირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო