გიგა ბოკერია - მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება - გლობალური, უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ ქვეყნებს მთავრობები იმიტომ ჰყავს, რომ ასეთი გამოწვევის დროს იმოქმედოს

„ევროპულ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიას საქართველოს მთავრობისადმი კონკრეტული წინადადება აქვს იმისათვის, რომ ახალი კორონავირუსის შედეგად გამოწვეული პრობლემების ფონზე საშემოსავლო გადასახადი, საწვავზე აქციზი და ქონების გადასახადი დროზე დაწიონ.

„მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ეს მართლაც იშვიათი შემთხვევაა და ამის გამომწვევი მიზეზები ჩვენი მთავრობის ბრალი არ არის. გლობალური, უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ ქვეყნებს მთავრობები იმიტომ ჰყავს, რომ როდესაც ასეთი გამოწვევაა, იმოქმედოს. აქ კი ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს.უკვე რამდენი დღეა მოვუწოდებთ, რომ ახლა მაინც, ამ გამწვავების დროს, ამ ძალიან მძიმე საფრთხის წინაშე გამოფხიზლდნენ და ნაბიჯები გადადგან. შეამცირონ გადასახადები, მეწარმეებს და ადამიანებს მეტი ფული დაუტოვონ, რომელიც მათ თვითონ შექმნეს, იმის მაგივრად, რომ წაართვან და მერე თავის ჭკუაზე მოიხმარონ. „ევროპულ საქართველოს“ კონკრეტული წინადადება გვაქვს და ეს ნაბიჯები დროზე გადადგან. იმედი მაქვს და ყველას აქვს იმედი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა, რაც ყველაზე უფრო სახიფათოა, რაღაც პერიოდში მოგვარდება, მაგრამ ზიანი, რომელიც ეკონომიკას, ანუ თითოეულ მოქალაქეს, მეწარმეს მიადგა, გაგრძელდება თუ ზომები დროზე არ მიიღეს იმ ქვეყნის მთავრობებმა, სადაც ეს პრობლემა არის. თუ სწორად გავიგე, ჩვენი მთავრობა ახლა ლაპარაკობს, რომ კიდევ ხარჯების გაზრდას აპირებს, რომ კიდევ უფრო მეტი ფული უნდა ამოიღოს ეკონომიკიდან და მერე დაუბრუნოს იმას ვინც, თავისი ჭკუით, მოსწონს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა