საპროექტო წინადადებების შემუშავების მეთოდოლოგიასა და შეფასების კრიტერიუმებზე საპილოტე რეგიონებში შეხვედრები გაიმართა

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციებში სამუშაო შეხვედრები გამართეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებში მონაწილეობდნენ - სამხარეო ადმინისტრაციების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს და იმსჯელეს პროგრამით გათვალისწინებულ იმ ახალ მიდგომებზე, რომელიც საპროექტო წინადადებების შემუშავების მეთოდოლოგიას, წარდგენილი პროექტების შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს უკავშირდება. მუნიციპალიტეტების მხრიდან საპროექტო წინადადებებთან დაკავშირებული განაცხადების მიღება, პროგრამის განხორცილების გეგმის თანახმად, აპრილში იგეგმება.

„2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ ეფუძნება ევროკავშირის რეგიონულის განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს, რაც გულისხმობს ტერიტორიაზე მორგებული, ინტეგრირებული ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას. ამასთანავე, პროგრამა ითვალისწინებს დაახლოებით 63.75 მილიონი ევროთი დაფინასებას, რომლის დიდი ნაწილი ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021
როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით