საქართველოს წითელმა ჯვარმა კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გამართა

საქართველოს წითელმა ჯვარმა კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „წითელი ჯვრის საზოგადოებიდან“ აცნობეს, კამპანიის ფარგლებში, დარიგდა საინფორმაციო მასალები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ, წითელი ჯვრის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.

შეგახსენებთ, რომ მსგავს ღონისძიებებს საქართველოს წითელი ჯვარი მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგულარულად მართავს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს