გიორგი გახარია - ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, უნდა მოვუაროთ ქვეყანას

ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, კი მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია მოქალაქეებმა კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომები სრულად შეასრულონ.

"თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, რომ უბრალოდ ხშირად დავიბანოთ ხელი, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ, არ დავექვემდებაროთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის პანიკურ განწყობებს, დავიცვათ თუ რისკის ზონაში მოვხვდით თვითიზოლაციის წესები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს