გიორგი გახარია - კორონავირუსის ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე იქნება საკმაოდ დიდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე იქნება საკმაოდ სერიოზული და საკმაოდ დიდი. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს დარტყმა ეკონომიკაზე შეარბილოს და ნეგატიური ზეგავლენები პროგნოზირებადი იყოს.

“რაც შეეხება ეკონომიკას, კარგად გვესმის, რომ ვირუსის ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე იქნება საკმაოდ სერიოზული და საკმაოდ დიდი. მთავრობა სრულად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნესს, ჩვენს ეკონომიკას მივეხმაროთ, შევარბილოთ ეს დარტყმა ეკონომიკაზე და ნეგატიური ზეგავლენები იყოს პროგნოზირებადი და მათზე რეაქცია იყოს დაგეგმილი. რა თქმა უნდა, პირველი დარტყმა მიადგება კომერციული სექტორის იმ სფეროს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ძირითადი „დრაივერი“ ჩვენი ეკონომიკის ზრდის - ტურიზმს, ამიტომ ძირითადი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად მივეხმაროთ სექტორს, მათ დარჩეთ ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ შეძლონ როგორც მიღწევების შენარჩუნება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ასევე ფინანური ვალდებულებების შენარჩუნება. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კომპანიებს რაც შეიძლება მეტი ფინანური რესურსი დაუტოვოს“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო