დღეიდან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და დღეიდან ზღუდავს სერვის ცენტრებში მოსახლეობის ვიზიტს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯივიპიდან“ აცნობეს.

მათი თქმით, კომპანია მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით მომხმარებლებს სრულ დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს.

„დღეიდან მომხმარებლებს ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge, რის შემდეგაც ოპერატორი განცხადებას დისტანციურად დაარეგისტრირებს. პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებს. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდის www.gwp.ge, ცხელი ხაზისა - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით. რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის მომსახურებას, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა