სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება 1-ელ აპრილამდე შეწყდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება, დროებით, მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე შეწყდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, დედაქალაქის მერია ყველა გაცდენილ საათს აანაზღაურებს.

„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრები მუშაობის განახლებას შეძლებენ და შესაბამისად, ბავშვები მომსახურებას მიიღებენ, დედაქალაქის მერია ყველა გაცდენილ საათს აანაზღაურებს. ბავშვები არ დაზარალდებიან და მათი თერაპიული სეანსები მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად დაფინანსდება.

რაც შეეხება უშუალოდ მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებას, პროგრამის მომსახურებაში ჩართული დაწესებულებები მერიის მიერ დაფუძნებული არ არის და ისინი დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან. აღნიშნული ცენტრები თბილისის მერიის გარდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს პროგრამების ფარგლებში, ასევე, შიდა სტანდარტით, ე.წ. კერძო მომსახურებას ეწევიან. ცენტრების თანამშრომლები შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის ხელმძღვანელებთან აფორმებენ და შესაბამისად, ისინი არ არიან თბილისის მერიის მიერ დასაქმებული პირები.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის მერიას შეუძლია, მხოლოდ რეკომენდაცია გასცეს აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელების მიმართ, რომ თანამშრომლები არაანაზღაურებად შვებულებაში არ გაუშვან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო