„ბილაინის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი მომსახურება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს მომხმარებლებს „ბილაინის“ მომსახურება ონლაინ არხების - MyBeeline აპლიკაციისა და ვებგვერდის მეშვეობით მიიღონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, MyBeeline აპლიკაციით აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია „ბილაინის“ ყველა მომსახურება, მათ შორის: ბალანსის შევსება, მომსახურებებისა და ტარიფების აქტივაცია და დეაქტივაცია, ბალანსის შემოწმება, ხარჯების დეტალურად ნახვა. აპლიკაცია მუშაობს როგორც iOS, ისე ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ ტელეფონებზე და მისი გადმოწერა მარტივადაა შესაძლებელი: https://www.beeline.ge/applications/

„ბილაინის“ ვებგვერდის beeline.ge და მასში ინტეგრირებული „პირადი კაბინეტის“ მეშვეობით, აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ გადარიცხონ თანხა, შეამოწმონ ბალანსი და დეტალურად ნახონ ხარჯები. ვებგვერდზე მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შეიძინონ ინტერნეტ, ხმოვანი და მიქს პაკეტები როგორც მობილური ბალანსიდან, ისე საბანკო ბარათით, გაიაქტიურონ ბილაინ კრედიტი და ავტომატური გადახდის მომსახურება.

„ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ და დღესაც აქტიურად განაგრძობს. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ დროებით დახურა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მდებარე მაღაზიები. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის