პრემიერი - არ მგონია, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა და მოქალაქის ჯანმრთელობა წინააღმდეგობაში იყოს ერთმანეთთან

საკონსტიტუციო განხილვები რომ უნდა ჩატარდეს, ყველამ კარგად ვიცით. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ჩატარდეს, მაგრამ ეს თუ დაემუქრება მოქალაქის ჯანმრთელობას, არ ვიცი... არ მგონია, ეს რაღაც წინააღმდეგობაში იყოს ერთმანეთთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„პოლიტიკურ პროცესს და ვირუსთან, პანდემიასთან ბრძოლას, ძალიან გთხოვთ, ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს. ეს არის ორი დამოუკიდებელი, აბსოლუტურად სხვადასხვა მოვლენა. პანდემია გამოცხადდა, როგორც მსოფლიოს გლობალური გამოწვევა, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ და რომელსაც ვპასუხობთ. საკონსტიტუციო განხილვები რომ უნდა ჩატარდეს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ჩატარდეს, მაგრამ ეს თუ დაემუქრება მოქალაქის ჯანმრთელობას, არ ვიცი... არ მგონია, ეს რაღაც წინააღმდეგობაში იყოს ერთმანეთთან“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა