მაია ცქიტიშვილი შეზღუდვებზე - რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუ ეპიდემიოლოგების მხრიდან რისკი იქნება დასახელებული, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გამო, სხვადასხვა ქვეყანასთან შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველო არსებული რისკების შეფასებიდან გამომდინარე იღებს.

„ჩვენ მიმდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ვხვდებით, ასევე მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, ასევე ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. იმის მიხედვით ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ იცვლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამა თუ იმ ქვეყანაში, რა რისკებთან გვაქვს საქმე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პირველი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩინეთს შეეხო, მაშინ როდესაც ვირუსის გავრცელების მაქსიმალური არეალი ჩინეთში იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიუხედავად, როდესაც იყო ინფორმაცია, რომ ირანში შესაძლოა ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავდეს სრულად ირანში არსებულ ეპიდემიოლგიურ ვითარებას, მივიღეთ გადაწყვეტილება ირანთან მიმართებით სრულ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ჯერ ეს ეხებოდა სამგზავრო გადაზიდვებს და შემდეგ დამატებით სატვირთო გაზიდვებსაც შეეხო. შემდგომში ამას დაემატა იტალია, მათ შორის რეისების შეზღუდვის ნაწილში. გუშინ დაემატა -საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და ესპანეთი. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა ძალიან დიდი არ იყო სხვა ქვეყნებთან მიმართებით, იმის გამო, რომ ძალიან აქტიური მიმოსვლა გვაქვს ამ ქვეყნებთან, რისკების შეფასებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რუსეთი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული ევროპის ქვეყანა, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას და თუ ასეთი რისკი იქნება დასახელებული, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ასევე ეპიდემიოლოგების მხრიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მოქალაქეებმა განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ, რათა დაიცვან საკუთარი თავი და სხვა მოქალაქეებიც.

„თქვენ ნახეთ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო დაკავშირებული უცხოეთში მოგზაურობასთან. ამიტომ, ვიდრე სახელმწიფო დონეზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყანასთან მოძრაობის შეჩერებასთან დაკავშირებით, მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ მიიღოთ გადაწყვეტილება სადმე მოგზაურობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ მიერ არჩეული ქვეყანა არ იყოს დღეს მოქცეული იმ სარისკო ქვეყნების სიაში. თუმცა, ვინაიდან არის პანდემია, ვინაიდან მთელ მსოფლიოშია ვირუსი გავრცელებული და რომელიმე ქვეყანაში შეიძლება სრულად არ იყოს ასახული სტატისტიკურად არსებული რეალური ვითარება, შევზღუდოთ გადადგილება ან წავიდეთ არსად“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით