შრომის ინსპექციის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, დაშავებულთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 25%-ით შემცირდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა, მკვეთრად არის შემცირებული წინა წლის მონაცემებთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელს სამუშაო ადგილზე დაშავებულთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 25%-ით შემცირდა.

შრომის ინსპექციის მიერ 2019 წელს განხორციელდა 1 575 ინსპექტირება, რომელიც ჯამში შეეხო 90 000 დასაქმებულს, რაც წინა წლის მონაცემებს დაახლოებით 9-ჯერ აღემატება.

ინსპექტირების შედეგად 4 806 მითითება გაიცა, გაფრთხილება მიეცა 558 ობიექტს, დაჯარიმდა 431 ობიექტი, 92 ობიექტი შეჩერდა, ხოლო გაცემული მითითებები სრულად გამოასწორა 127-მა ობიექტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს