20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.

თამლიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის მსუბუქი აღკკვეთის ღონისძიებით, 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა დააყენა.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ბესიკ თამლიანის უკმაყოფილება მოჰყვა. ალექსანდრე იაშვილმა ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა. სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს თამლიანის ოჯახის წევრებმაც. ისინი აცხადებდნენ, რომ თამლიანის პატიმრობაში დატოვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს