სოფო კილაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების ცრემლების არ მჯერა

„ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების ცრემლების მე არ მჯერა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმის გაფორმებას.

კილაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლო რეფორმის მიმართულებით რამის გაკეთება რომ სდომოდა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთებდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს ისეთი სასამართლო რომ სდომოდათ , როგორიც განვითარებულ, დასავლურ ქვეყნებშია, ისეთ წნეხში არ ეყოლებოდათ მოსამართლეები და პროკურატურა, როგორშიც ჰყავდათ. გამამართლებელი განაჩენები 1% იყო. თუ ასეთი კარგი ხედვა ჰქონდათ და რამე უნდოდათ, მაშინ შეეძლოთ გაეკეთებინათ. ახლა „ფიცის მწამს, ბოლო მაკვრივებსო“ ანდაზის არიყოს, ასეთი სიტუაციაა. მე არ მჯერა მათი ცრემლების,“ - განაცხადა კილაძემ.

20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს