შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ფონდის დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთში სამუშაო შეხვედრები გამართა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია ფონდის დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფებოდნენ, სადაც სამუშაო შეხვედრები გამართეს როგორც სლოვაკეთის სახელმწიფო სამეცნიერო უწყებებთან, ასევე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა და სრულად დაფინანსდა Slovak Aid- ის პროგრამა ,,Sharing Slovak Experience” - ის ფარგლებში.

“ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიასთან, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს ორგანიზაციების საქმიანობაზე, სტრუქტურაზე, საერთაშორისო პარტნიორებსა და თანამშრომლობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სლოვაკეთსა და საქართველოს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის მექანიზმები, ზვიად გაბისონიამ ფონდის საქმიანობასა და პრიორიტეტებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა და ისაუბრა ფონდისა და სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის ინიცირების შესახებ, რომელიც იქნება ისტორიაში პირველი და საწყის ეტაპზე მოიცავს მკვლევართა მობილობასა და სამეცნიერო ვიზიტებს სლოვაკეთში. სლოვაკეთის მხარე დაინტერესდა ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმებით და ფონდთან სამეცნიერო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ასევე შეხვედრები გაიმართა სლოვაკეთის კვლევისა და განვითარების ღონისძიებების ორგანიზაციასთან. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ორიენტირებულია მეცნიერების პოპულარიზაციაზე და აქტიურად მონაწილეობს ევროპის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამებში.

„შეხვედრაზე ზვიად გაბისონიამ და ჯაბა სამუშიამ აღნიშნეს, მეცნიერების პოპულარიზაციის მნიშვნელობა და სლოვაკურ მხარეს გააცნეს ამ მიმართულებით ფონდის პროგრამები და ღონისძიებები. შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ,,Horizon 2020” - ის ფარგლებში ღონისძიება ,,მკვლევართა ღამეს“, რომელშიც აღნიშნული ორგანიზაცია 2008 წლიდან მონაწილეობს. ზვიად გაბისონიამ ისაუბრა ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. სლოვაკურმა მხარემაც გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთან თანამშრომლობის თაობაზე, როგორც შესაბამისი რეკომენდაციების , გამოცდილების გაზიარების, ასევე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის თვალსაზრისითაც“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა სლოვაკეთის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ცენტრთან, რომელიც პროგრამა ,,Horizon 2020” - ის კოორდინატორია სლოვაკეთში. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნების ჩართულობაზე ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში. სლოვაკური მხარე დაინტერესდა საქართველოს H2020 - ში მონაწილეობის საკითხებით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო აღნიშნული პროგრამის ასოცირებული წევრია , ზვიად გაბისონიამ ისაუბრა, პროგრამაში სლოვაკეთის ორგანიზაციებთან ერთობლივ მონაწილეობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხიც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა