ბესიკ თამლიანის დედა - ბოლომდე ვიბრძოლებ - მიუსაჯონ, ჩემი შვილი იქიდან გამოვა, სიკვდილით ხომ არ სჯიან

ბოლომდე ვიბრძოლებ, ბრძოლას აქვს აზრი. მიუსაჯონ, ჩემი შვილი იქიდან გამოვა, სიკვდილით ხომ არ სჯიან, - ასე გამოეხმაურა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი მისი შვილის კვლავ პატიმრობაში დატოვებას.

როგორც რუსუდან თამლიანი განმარტავს, ის იბრძოლებს იმისთვის, რომ მისი შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს.

„მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური დაკვეთა. არ მგონია, რომ მოსამართლე იმდენად გაუნათლებელია და იმდენად არ იცის თავისი საქმე, მტყუან-მართალი ვერ გაარჩიოს. დღეს რომ ვიდეოფირი მოიტანეს, იქ ჩანს, რომ ჩემი შვილი ჭყლეტვაში იყო და საერთოდ ვერ ანძრევდა ხელებს. ჩემ შვილს არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. სამარცხვინოდ მოიტანეს დღეს პროკურორებმა ბოთლები, რაღაც ნივთები, რომლებთანაც ჩემ შვილს არანაირი შეხება არ ჰქონია. ჩემი შვილი თერთმეტ საათზე უკვე დაკავებული იყო, მერე მოხდა ყველა ქმედება. ვიბრძოლებ ბოლომდე, ბრძოლას აქვს აზრი. მიუსაჯონ, ჩემი შვილი იქიდან გამოვა, სიკვდილით ხომ არ სჯიან. მე გარედან ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანონ, რადგან მას ქვეყნის წინაშე არანაირი დანაშუალი არ მიუძღვის“, - განაცხადა თამლიანმა.

შეგახსენებთ, მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს