ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ შეწყდება, ოპოზიცია  საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოება არ შეწყდება, ოპოზიცია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემს. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

აღნიშნულით ხატია დეკანოიძე 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის კვლავ პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა. როგორც დეკანოიძე განმარტავს, მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება არ ჩაითვლება მიღწეულად, თუ ისინი მათ მიერ დასახელებულ ორივე პუნქტს არ შეასრულებენ.

„თამლიანს, ისევე როგორც სხვა პატიმრებს, პოლიტიკურ პატიმრებად მივიჩნევთ. მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების ყველა ბერკეტია ამოქმედებული. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც საერთაშორისო მედიატორების ზედამხედველობით შედგა, სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო სისტემის პროპორციულ ბალანსს მოიცავდა. ძალიან ცხადად მინდა ყველას ვუთხრა, თუკი, ეს ორივე ნაწილი არ შესრულდება, რასაკვირველია, არ შედგება საბოლოო შეთანხმება, რომლის ბოლო და დამაგვირგვინებელი ფაზა საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელსაც ოპოზიციამ უნდა მისცეს ხმა. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მივიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან პირობად, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

არაერთხელ გვისაუბრია კონკრეტულ გვარებზე, ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკური პატიმრები არიან - რურუა, უგულავა, ოქრუაშვილი და ასევე, გვაქვს საქმეები, რომლებიც მიმდინარეა და ხორციელდება როგორც პოლიტიკური ბრალდების ინსტრუმენტი. ეს ადამიანები არიან: ხაზარაძე, მელია, გვარამია და ა.შ. ამ პუნქტებს მივიჩნევთ, როგორც ერთ-ერთ უპირობო ნაწილს შეთანხმების შესრულების. თუ რომელიმე ნაწილი არ შესრულდება, შეთანხმება არ ჩაითვლება ბოლომდე მიყვანილად“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა