გიორგი მიქაუტაძე - ახალი კორონავირუსის გამო სხდომაზე დამსწრე პირებისთვის და ჟურნალისტებისთვის გარკვეული შეზღუდვები იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებისთვის და ჟურნალისტებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

ამის შესახებ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლოებისთვის მიღებულ რეკომენდაციებზე.

„კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს ერთხმად მივიღეთ რეკომენდაციების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც ეხება სასამართლოს თანამშრომლებს, მოხელეებს და ვიზიტორებს. ჩვენ გავაუქმეთ ყოველგვარი გადასახადი და შეზღუდვა ელექტრონულად სარჩელების რეგისტრაციაზე და მაქსიმალურად წახალისებული იქნება დისტანციური ფორმით სასამართლოსთან ურთიერთობა. სასამართლოს თანამშრომლები, შესაძლებლობის ფარგლებში, დისტანციურად განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. გარკვეული შეზღუდვები იქნება სხდომაზე დამსწრე პირებისთვის და ჟურნალისტებისთვის. ყველა სასამართლო მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმისათვის, რომ მოიპოვონ ინფორმაცია და მიიღონ ყველა ცნობა, რომელიც მათთვის იქნება საჭირო და საინტერესო ყველა კონკრეტულ მომენტში,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული