ადვოკატი ლევან იოსელიანი - არანაირი წინაპირობა აღარ არსებობს იმის, რომ ბესიკ თამლიანის პატიმრობა გაგრძელდეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის ადვოკატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მან სასამართლოს თამლიანის მიმართ ელექტრონული სამაჯურის გამოყენებაც შესთავაზა.

როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, ბესიკ თამლიანის მხრიდან მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, ის პატიმრობაში არ უნდა დარჩენიყო.

„მიგვაჩნია, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სტანდარტს, რის გამოც შეიძლება ადამიანი იმყოფებოდეს საპატიმროში. ჩვენ საკმაოდ კარგად დავასაბუთეთ, რომ არ არსებობს ბესიკ თამლიანის მიმალვის საფრთხე და თუკი ასეთი საფრთხე არსებობს, სასამართლოს შევთავაზეთ, რომ მისთვის ელექტრონული სამაჯური გაკეთებინათ, ვუთხარით, რომ ამოწურულია ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა და შესაბამისად, აღარ არსებობს მათზე ზემოქმედების საფრთხე. წარვუდგინეთ უამრავი დოკუმენტი, რომელიც ბესიკ თამლიანს ახასიათებს, როგორც ძალიან დადებით პიროვნებას. არანაირი წინაპირობა იმისა, რომ მისი პატიმრობა გაგრძელდეს, აღარ არსებობს. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და იმედი მაქვს, გამამართლებელი გადაწყვეტილება იქნება პასუხი ყველა იმ უკანონო გადაწყვეტილებაზე, რაც აქამდე იქნა მიღებული“, - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო