ესპანეთში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში, სადაც დღეს კორონავირუსის 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობა 4209-ს შეადგენს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათი მონაცემებით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილია 120 ადამიანი. დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარზე მეტი მადრიდსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა.

მადრიდის რეგიონულმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შაბათიდან ყველა მაღაზია დაკეტოს. იმუშავებენ მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტები.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მოსახლეობას მიმართა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესახებ აცნობა. შეზღუდვა ვრცელდება ადამიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა