ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტს ჯაირ ბოლსონერის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ „ბიზნესინსაიდერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ კვირას, პრეზიდენტი თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტები ერთად სხედან და ერთმანეთს ხელს ართმევენ. მედიის ინფორმაციით, კორონავირუსი აქვს ბოლსონერის პრესსპიკერსაც, რომელიც ასევე ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტმა ხუთშაბათს ახალ კორონავირუსზე ანალიზები ჩააბარა მას შემდეგ, რაც მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რომელიც მას ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ახლდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეთრ სახლში ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა