სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანციურ მომსახურებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურების მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).

ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მომსახურების ცენტრებში აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების საკონტაქტო ნომრები, რომლებიც დაგეხმარებიან კონკრეტული საკითხების მოგვარებაში ან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა