მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ლაბორატორიაში 18 პირის ანალიზია გადაგზავნილი ​

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ კორონავირუსზე ანალიზი დღეს 18 პაციენტს ჩაუტარდა. მისივე თქმით, მათი ანალიზის პასუხები მალე გახდება ცნობილი.

ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ 20 პაციენტის ანალიზი გადაიგზავნა კლინიკაში, მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ჩვენს კლინიკაში ამ დროისათვის 53 პაციენტი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. აქედან დადასტურებული არის 22 შემთხვევა. დღეს, დღის განმავლობაში და გუშინდელი ჩატარებული ტესტების პასუხებით ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღეს დილას, დღე-ღამის განმავლობაში 20 პაციენტზე ჩტარდა ტესტირება ვირუსზე და ოცივე პასუხი იყო უარყოფითი. დღეს დილიდან უკვე ჩატარდა 11 ანალიზი, რომლის პასუხებსაც ველოდებით და დღის მეორე ნახევარში აღებულ იქნა კიდევ 7 პაციენტზე ტესტირება, ანუ დღეს ჯამში აღებულია უკვე 18 პაციენტზე ტესტი, ვნახოთ, შედეგები, ალბათ, მალე იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო