რეგლამენტში ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, პარლამენტს საქმიანობის დისტანციურად წარმართვა შეეძლება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, პარლამენტს საქმიანობის დისტანციურად წარმართვა შეეძლება. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი შესაბამისი ცვლილება ბიუროს 16 მარტის სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 83-ე მუხლს ემატება მე-6 და მე-7 პუნქტები, სადაც რეგულირებულია საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა.

რეგლამენტში შესატანი ცვლილების მიხედვით, პარლამენტი საქმიანობის დისტანციურად წარმართვას სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის, კანონპროექტის ინიციატორები რეგლამენტის პროექტის დაჩქარებულად განხილვას ითხოვენ. ამჟამად მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რათა პარლამენტმა სრულად დისტანციურად განახორციელოს საქმიანობა. პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით წარმართვა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

როგორც რეგლამენტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დამატებითი ხარჯების დაფინანსების წყაროს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი წარმოადგენს, ხოლო ხარჯების ოდენობა განსაზღვრული იქნება ცვლილებით გათვალისწინებული მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესაბამისად.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, თუ როგორ მოხდება საკანონმდებლო საქმიანობის ელექტრონულად წარმართვა, ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კანონშემოქმედებითი საქმიანობის დისტანციურად წარმართვისთვის დეპუტატებს ალტერნატივის სახით რამდენიმე ონლაინ პლატფორმას შესთავაზებენ, მათ შორის შესაძლოა ეს იყოს "სკაიპი" (skype). კანონპროექტების ელექტრონულ განხილვასა და კენჭისყრასთან დაკავშირებულ პროცედურებზე, ასევე პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფაზე პარლამენტის აპარატი მუშაობს.

ჯერჯერობით პარლამენტში ვერ ადასტურებენ, როდის მოხდება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 16-20 მარტის კვირაში დაგეგმილი პლენარული და საკომიტეტო სხდომები ჩვეულ რეჟიმში, პარლამენტის დარბაზებში ჩატარდება.

ამ ეტაპისთვის, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და მათ უკვე დაეგზავნათ შესაბამისი მითითებები, სახლიდან მუშაობის დროს, რომელი ონლაინ-პლატფორმები უნდა გამოიყენონ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო