მიხეილ სააკაშვილი - კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის - საზოგადოება უნდა დაუდგეს სამედიცინო სისტემას და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას მისი პრობლემები

ახლა ერთმანეთის მიმართ კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის. საზოგადოება უნდა დაუდგეს სამედიცინო სისტემას და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას მისი პრობლემები, -აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, პრაქტიკულად ბევრი საავადმყოფოს პერსონალი დარჩენილია ხელფასების გარეშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ იქნას გასტუმრებული მათი დავალიანება.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ განვითარებული ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მე დავტოვე და რიჩარდ ლუგარის ცენტრი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ააშენა, რომელიც საქართველოს ქმნის უფრო დაცულად, ვიდრე დაცულია რეგიონის ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ახლა ამ სისტემაში არის პრობლემები, პრაქტიკულად ბევრი საავადმყოფო ჩვენს მიერ დატოვებული არის დარჩენილი რესურსებისა და მათი პერსონალი არის დარჩენილი ხელფასების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ გასტუმრებული იქნას მათი დავალიანება. მოძებნილი იქნას ახალი ლოკაციები დაავადებასთან საბრძოლველად და სასწრაფოდ მოხდეს დატრეინინგება სამედიცინო პერსონალის. მე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, ჩვენ ექიმებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვის ამ დაავადებას. ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი სპეციალისტები და მნიშვნელოვანია, რომ მათ რჩევას დავუგდოთ ყური და არ ავყვეთ პანიკას. ახლა ერთმანეთის მიმართ კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის. საზოგადოება უნდა დაუდგეს სამედიცინო სისტემას და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას მისი პრობლემები“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა