ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნეს ოპერატორებს საგადასახადო ვალდებულებების გადახდა გადაუვადდათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის, ლევან დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. უწყების ინფორმაციით, კერძოდ, განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვ. ამის შესახებ ლევან დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ტურისტული სექტორისთვის გადასახადების გადავადებას გამოეხმაურა.

,,შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე“, - განაცხადა ლევან დგებუაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის (ელექტრონული ფორმით) წარდგენით, რომელიც ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის 16 მარტიდან იქნება.

მათივე ინფორმაციით, დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან დგებუაძემ გადასახადების გადამხდელებს, კიდევ ერთხელ მოუწოდა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებისა და სერვისებით სარგებლობისათვის, მაქსიმალურად გამოიყენონ ელექტრონული და დისტანციური მომსახურების შესაძლებლობა. როგორც მან განაცხადა, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გადამხდელებს შეუძლიათ დეტალურ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გაეცნონ ან ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის სერვისით (2 299 299).

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს