ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, ანალიზების მიხედვით, ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

„სამხედრო ჰოსპიტალმა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს „COVID-19“-ის ანალიზზე უარყოფითი შედეგი აჩვენა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა.

ბოლსონარუმ ხუთშაბათს ახალ კორონავირუსზე ანალიზები ჩააბარა მას შემდეგ, რაც მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რომელიც მას ამერიკაში, ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ახლდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს