დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

"დღეს, 15:00 საათზე, თეთრ სახლში პრესკონფერენცია მექნება. თემა: კორონავირუსი!", - წერს "ტვიტერზე" ტრამპი.

Bloomberg-ისა და რამდენიმე უცხოური მედიასაშუალების ინფორმაციით, მოსალოდნელია, აშშ-ს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.

პრესკონფერენცია ვაშინგტონის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ნიუ იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადდა. ასევე, დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა. ამჟამად, კორონავირუსის შემთხვევები ამერიკის 50 შტატიდან 42 მათგანშია დაფიქსირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა