"დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების მეთაურები ორშაბათს ვიდეოკონფერენციის ფორმატში საგანგებო თათბირს გამართავენ, რომლის დროსაც კორონავირუსის შეჩერების შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია „ტვიტერის“ პირად გვერდზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაქვეყნა.
„ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და დიდი შვიდეულის სხვა ლიდერებთან სატელეფონო საუბრების შედეგად, შევთანხმდით, ორშაბათს რიგგარეშე სამიტის გამართვაზე ვიდეოკონფერენციის ფორმატში, რომელიც დაავადება „COVID-19“ის საკითხს შეეხება. ჩვენ კოორდინირებას გავუწევთ გამოკვლევას ვაქცინასთან და მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით, ასევე ვიმუშავებთ ეკონომიკურ და ფინანსურ ზომებზე“ , - წერს მაკრონი.