საქართველოს ფოსტა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სერვისცენტრების მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით 16 მარტიდან იმუშავებენ შემდეგი გრაფიკით კვირაში 4 სამუშაო დღე -ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00-დან - 14:00 საათამდე, ხოლო 20 მარტიდან ანალოგიური სამუშაო გრაფიკით მუშაობას განაგრძობს მხოლოდ 28 სერვისცენტრი; ხოლო 53 სერვისცენტრი დროებით შეწყვეტს მუშაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითია და არ გამოიწვევს თანამშრომელთა შემცირებას.ამის შესხებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.

მათივე ინფროამციით, დეტალური ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09.

ამასთანავე კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს და მიიღოთ მომსახურება უსაფრთხოდ. სერვისის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს gpost.ge

ამასთანავე საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრების, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრების სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ხდება სველი წესით დასუფთავება როგორც მომსახურების, ასევე საოპერაციოდ განკუთვნილი სივრცეების.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო