საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს შეადგენს

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუში შემოწმდა და გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ნიმუშების შეტანა გრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

უწყების ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე სულ 600 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი.

ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 438 ადამიანი, 1100 კი - თვითიზოლაციაში. 70 პაციენტი იმყოფება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს