"პროკრედიტ ბანკი" მსესხებლებისთვის შეღავათებს ინდივიდუალურად განიხილავს

"პროკრედიტ ბანკი" მსესხებლებისთვის შეღავათებს ინდივიდუალურად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას "პროკრედიტ ბანკი" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბანკი მზად არის მსესხებლის მდგომარეობა დროულად განიხილოს და მორგებული პირობები შესთავაზოს.

"თქვენი და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და ფინანსური კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "პროკრედიტ ბანკი" მზად არის, ფინანსური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, თითოეული მსესხებლის მდგომარეობა ინდივიდუალურად, დროულად განიხილოს და თქვენს გადახდისუნარიანობაზე მორგებული პირობები შემოგთავაზოთ, საჭირო პერიოდის მანძილზე (3 თვე ,6 თვე თუ მეტი). ბანკის მომსახურების პრინციპი დისტანციური არხების გამოყენებას გულისხმობს, რაც საშუალებას გვაძლევს, დღეს, ჩვეულ რეჟიმში განვაგრძოთ საქმიანობა და უზრუნველვყოთ თქვენი საბანკო საჭიროებები. ჩვენ გიქმნით დაცულ გარემოს ონლაინ სივრცეში, მომსახურების უწყვეტად მისაღებად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მეტი კომუნიკაცია ონლაინ! ვიზრუნოთ ერთმანეთზე!"- ნათქვამია განცხადებაში.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე