აშშ-ში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომების ქონის შემთხვევაში, მიმართონ თავიანთ ჯანდაცვის პროვაიდერს და თუ არ ჰყავთ, გადაუდებელი დახმარების ცენტრებს და მუნიციპალურ ჰოსპიტალებს.

„კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან გამკლავების მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც გულისხმობს მთავრობის მხრიდან დამატებითი ფინანსური სახსრების, კონკრეტულად 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ეროვნული მასშტაბით კორონავირუსის საპასუხო ზომების მისაღებად. დამატებითი რესურსი განკუთვნილია ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) ტესტირების საშუალებების რაოდენობის გასაზრდელად, სამედიცინო ცენტრებში და სხვა შესაბამის დაწესებულებებში მომსახურეობის დასახვეწად.

თუ კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები (ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა) აღმოგაჩნდათ: მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს და მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი სიმპტომების შესახებ;

მოქალაქეებს რომელთაც არ ემსახურებათ აშშ-ის ჯადაცვის პროვაიდერი / არ აქვთ დაზღვევა, შეუძლიათ მიმართონ გადაუდებელი დახმარების ცენტრებს და მუნიციპალურ ჰოსპიტალებს;

აშშ-ში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებმა, ვისაც აქვს ადგილობრივი უნივერსიტეტის დაზღვევა, უნდა მიმართონ უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის ტესტირებასა და რეფერირებას. დაზღვევის არქონის შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ გადაუდებელი დახმარების ცენტრებს და მუნიციპალურ ჰოსპიტალებს.

ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებებს.

საგანგებო ვითარების შემთხვევაში დარეკეთ 911-ზე.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს: კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;

აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227

დამატებითი განმარტება: მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს რომ შტატების და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებები გადაცემა ფედერალურ მთავრობას და ეროვნული მასშტაბით პანდემიასთან პასუხის კოორდინაცია მოქეცევა კრიზისების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) ქოლგის ქვეშ. აღნიშნული ღონისძიება ახდენს შესაბამისი სამსახურების ოპტიმიზაციას რათა პრობლემის საპასუხო დროული და ადეკვატური დახმარების გაწევა მოხდეს.

აშშ–ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და რეკომენდაციებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო