შსს-ს მომსახურების სააგენტომ ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 14, 17 და 19 მარტს მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

„მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ ფილიალში მოქალაქეთა მისაღებ სამუშაო მაგიდებზე დამცავი მინები უკვე დამონტაჟდა. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დამცავი ბარიერებს დამონტაჟება უახლოეს დღეებში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, ისევე როგორც უწყების სხვა დეპარტამენტებში, რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. სწორედ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება