„ლელო“ ინტერპარტიული საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ ინტერპარტიული საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, აუცილებელია შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველა გამოწვევის გასამკლავებლად.

„რადგან კორონავირუსის გლობალურმა გავრცელებამ განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო, მთელი რიგი სახელმწიფოები მიმართავენ სხვადასხვა ზომებს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ გამოდის ინიციატივით - შეიქმნას ინტერპარტიული საბჭო. შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველა გამოწვევის გასამკლავებლად.

„ლელო" აცხადებს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ზეპარტიული, საერთო ეროვნული საკითხია და ერთიანი ძალისხმევა სჭირდება. ამასთან, მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს გვერდზე გადავდოთ პარტიული განსხვავებები და საზოგადოებასთან ერთად ვიყოთ სოლიდარული, მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ ყველაზე დაუცველი ფენებისადმი.

საერთო საფრთხის წინაშე საზოგადოება ერთად უნდა დადგეს, როგორც არასდროს. მხოლოდ ერთად დავძლევთ საერთო განსაცდელს. დღეს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ამ რთული გამოწვევის გამკლავება უნდა იყოს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სუბიექტის თუ პოლიტიკოსის უპირველესი ამოცანა”, - განაცხადა ხაზარაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს საქართველოსთვის“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა