დიმიტრი მედოევი - საზღვარი საიმედოდაა ჩაკეტილი, რომ თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხი არ მოაწყდეს უფრო დაცულ ქვეყნებს

ოკუპირებული ცხინვალი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რათა თავიდან აიცილონ საქართველოდან დაავადების ქვეყანაში შეღწევა“.

„სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რომ ამ სენმა საქართველოდან ქვეყანაში არ შემოაღწიოს. საზღვარი საიმედოდაა დაკეტილი და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხის ტალღა მოაწყდება უფრო დაცულ ქვეყნებს. ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტალღამ ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გავლით დაიწყოს გადაადგილება“, - აღნიშნავს მედოევი.

ამასთან, დე ფაქტო მინისტრი აცხადებს, რომ ცხინვალს საქართველოს დახმარება არ სჭირდება.

„უცნაურია მოისმინო მსგავსი განცხადებები. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ადამიანურობის გამოვლინება და თვით ისეთ თემაზეც კი, როგორიც კორონავირუსია, ცდილობენ პოლიტიკური პიარი ააგონ. ამის ნაცვლად უმჯობესია საკუთარი მოქალაქეების მკურნალობით დაკავდნენ“, - დასძინა მედოევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა