იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრად თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი წევრი ჰყავს. საბჭოს წევრებმა ახალი წევრის პოსტზე თბილისის საქალაქოსასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ნიკოლოზ მარსაგიშვილი აცხადებს, ის მისი უფლებამოსილების ფარგლებში ეცდება, რომ სასამართლო, როგორც ცალკე ხელისუფლება ყველანაირი ზეგავლენისგან დამოუკიდებელი იყოს.

„საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წარმომადგენლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მნიშვნელოვანია. მე ვეცდები ყველაფერი გავაკეთო, რომ თითოეული მოსამართლის ინტერესები დავიცვა და ჩემი წვლილი ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ განმტკიცდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. ვეცდები, გავამართლო მათი ნდობა“, - განაცხადა მარსაგიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად სამართლიანია ის გეგმა, რომელიც ოპოზიციამ წარმოადგინა და რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს უზენაეს სასამართლოსთან გაერთიანებას, უცხოელი მოსამართლეების მოწვევას და 2017 წლიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეების უფლებამოსილების შეჩერებას, მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოების გაერთიანება ამ სამართლებრივ სისტემაში შეუძლებელია.

„უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საერთაშორისო სტადარტებს არ შეესაბამება, ეს დაუშვებელია, ასეთი რამე არ ხდება. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს გაერთიანებას და უცხოელი მოსამართლეების დანიშვნას, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. ვფიქრობ, ჩვენ სასამართლებრივ სისტემაში ასეთი რამ შეუძლებელია“, - განაცხადა მასრაგიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ბესიკ თამლიანის პატიმრობაში დატოვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მარსაგიშვილი პასუხობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო და თავად ვერაფერს იტყვის.

იხილეთ ვიდეო: იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ წევრად მოსამართლეებმა ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა