გიორგი მიქაუტაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე წარმოდგენილი იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თამჯდომარის წარმოდგენა საბჭოში ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლო არის ყველაზე დიდი სასამართლო, შესაბამისად საჭიროა, რომ აღნიშნული სასამართლო წარმოდგენილი იყოს საბჭოში და სასამართლოს თავმჯდომარე პირდაპირ კავშირზე იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.

„ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, აგრეთვე ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ის იყო გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და დღევანდელი მდგომარეობით გახლავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. ვულოცავ მას ამ წარმატებას, ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე წარმოდგენილი იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლო არის ყველაზე დიდი სასამართლო და შესაბამისად საჭიროა, რომ თბილისის საქალაქო წარმოდგენილი იყოს საბჭოში და პირდაპირ კავშირზე იყოს სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს