კორონავირუსის გამო, პოლონეთში, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს

კორონავირუსის გავრცელების გამო, პოლონეთში შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს. ინფორმაციას ადასტურებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

„არჩევნები ორ თვეშია. ვნახოთ. მომდევნო დღეებში ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ არჩევნები არ გადაიდება“, - აცხადებს პაუელ სჟეფერნაკერი.

მისივე თქმით, ახლა არჩევნებზე აღარავინ ფიქრობს, ახლა მთავარია კორონავირუსის გავრცელება შეჩერდეს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის პოლონეთში კორონავირუსის 84 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა