თენგიზ ცერცვაძე - არსებობს გეგმა B, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორის კლინიკებთან მიღწეულია შეთანხმება და საჭიროების შემთხვევაში, 3 600 საწოლს გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად

არსებობს გეგმა B, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორის კლინიკებთან მიღწეულია შეთანხმება და ისინი 3 600 საწოლს გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახლო მომავალში, საქართველოს ჯამში 4 040 საწოლი ექნება. ამასთან ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატებას საქართველო მომზადებული ხვდება. მისივე თქმით, 4 040 საწოლი საქართველოსთვის საკმარისზე მეტია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამაზე მეტი ადგილი გახდება საჭირო.

„არსებობს გეგმა B - კერძო სექტორი, რომელთანაც მოლაპარაკება პირადად პრემიერ-მინისტრმა გამართა და არსებობს შეთანხმება, რომ ისეთი დიდი საავადმყოფოების ქსელი, როგორიც არის ევექსი, ავერსი, ნიუ ჰოსპიტალი, ღუდუშაურის საავადმყოფო გაამზადებენ საწოლებს გამოსათავისუფლებლად. კიდევ არის სხვა კლინიკები, მაგრამ ეს ოთხი ძირითადი მოთამაშეა, რომელთაც მთელ ქვეყანაში აქვს ქსელები.

ანუ მოცემულობაა ასეთი, რომ დღეს უკვე 440 ადგილი თავისი აღჭურვილობით ყოველგვარი კითხვების გარეშე არსებობს და უკვე გამოთავისუფლებულია, ხოლო კერძო სექტორი გამოსათავისუფლებლად ამზადებს 3 600 საწოლს.

რომ შევაჯამოთ, ძალიან მოკლე მომავალში საქართველოს ჯამში ექნება 4 040 საწოლი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ 4 040 საწოლზე მეტი დაგვჭირდეს. ეს რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე პაციენტების რიცხვი, რომელიც ჰყავს გერმანიას, საფრანგეთს, ინგლისს, ნორვეგიას, დანიას და ა.შ. ერთადერთი 4 040-ზე მეტი პაციენტი ჰყავს იტალიას და ესპანეთს. მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის 4 040 საწოლი საკმარისზე მეტია. თუ შევხედეთ, რომ ესეც არ არის საკმარისი, არსებობს გეგმა c, როდესაც კერძო სექტორი უკვე არა 3 600 საწოლს, არამედ ერთ იმდენს კიდევ გამოათავისუფლებს,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა