რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ფედერაციის კონსტიტუციაში ცვილებების შეტანის შესახებ. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს.
სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული შესწორებებით მოქმედ პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ცნობისთვის, აქამდე არსებული კანონდებლობით, ვლადიმერ პუტინს 2030 წლამდე კენჭის ყრის შესაძლებლობა არ ჰქონდა, თუმცა ამირეიდან იგი შეძლებს რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ორი ვადით გახდეს.