მოძრაობა „შეცვალემ" კამპანია "+1 მოხალისე" ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოძრაობა „შეცვალე“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში მოხალისეები შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრობლობით კორონავირუსის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებში ჩაერთვებიან.
როგორც მოძრაობაში განმარტავენ, „შეცვალეს“ ინიციატივას უკვე სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობები და პოლიტიკური ორგანიზაციები უერთდებიან.