„არემჯი“ დისტანციურ მუშაობაზე გადადის

კომპანია „არემჯი“ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და 16 მარტიდან COVID 19 კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით, თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაჰყავს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „არემჯიდან“ აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიაში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შეიზღუდა მივლინებები და ბიზნეს-მოგზაურობები.

დღეს კომპანიის კაზრეთის ოფისში ჩატარდა კომპლექსური სადეზინფექციო სამუშაოები. პროცესი ეტაპობრივად ჩატარდება საწარმოო ტერიტორიაზე მდებარე ყველა ობიექტზე. ადმინისტრაციულ და საწარმოო შენობა-ნაგებობში განთავსდა სადეზინფექციო დისპენსერები, გაიკრა საინფორმაციო პოსტერები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გასაცნობად.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენთან დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოების დაცვაა. სწორედ ამიტომ, საქართველოში დაფიქსირებული კორონავისუსის შემთხვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიყვანოთ. ასევე მიღებულია მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ოფისებში პერიოდულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და საჭიროების შემთხვევაში პერსონალს დაურიგდება ინდივიდუალური დაცვის საშუალებები“, - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო