ბადრი ჯაფარაიძე - „ლელო საქართველოსთვის“ მთავარია ქვეყნის სტაბილურობა და მოქალაქეების უსაფრთხოება - აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივაა, შეიქმნას ანტიკრიზისული ჯგუფი

„ლელო საქართველოსთვის“ მთავარია ქვეყნის სტაბილურობა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივაა, შეიქმნას ანტიკრიზისული ჯგუფი, ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდა, სადაც გაერთიანდებიან ოპოზიციური პარტიები და მთავრობა. მრგვალ მაგიდასთან ჩვენ განვიხილავთ ყველა აუცილებელ დამატებით ზომებს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ კიდევ უფრო უკეთ მომზადებული ეპიდემიის შესაძლო გავრცელების პირობებში’’, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, როგორც პარტიის ასევე ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, შექმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე ახლა არ არის პარტიული განსხვავებების დრო, ახლა გაერთიანების დროა.

„ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ შექმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე ახლა არ არის პარტიული განსხვავებების დრო. ახლა გაერთიანების დროა, რადგან საფრთხე არის პარტიების მიღმა. ეს არის სახელმწიფოს და ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებული საფრთხე და სახელმწიფოს სჭირდება ყველა ჩვენგანის ერთად დგომა“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ინიციატივით გამოდის, რომ ინტერპარტიული საბჭო შეიქმნას.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიმართავს ყველა ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლებას, შეიკრიბონ ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველა გამოწვევის გასამკლავებლად და პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო