დავით ჭიჭინაძე - ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ფიზიკური პირი, თუ იურიდიული, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს,  უნდა შეუჩერდეთ საპროცენტო გადასახადები

ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ფიზიკური პირი, თუ იურიდიული, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უნდა შეუჩერდეთ საპროცენტო გადასახადები და ეს უნდა იყოს არა ბანკების კეთილი ნება, არამედ ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ბანკებს ოდნავი წვლილის შეტანაც არ უნდათ იმ ურთულეს მდგომარეობაში, რომელიც დღეს არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშია“.

„13 მარტს თითქოს გაცხადდა, რომ კერძო პირებს სამი თვის განმავლობაში პროცენტები შეუჩერდებოდათ, მაგრამ ეს აღმოჩნდა პროცენტების მხოლოდ გადავადება და შეჩერება აზრადაც არავის მოსვლია. რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ კომერციული ბანკები არ ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგით.

მე მოვუწოდებ სახელმწიფოს, რომ ეს იყოს უკვე არა ბანკების კეთილი ნება, არამედ სახელმწიფომ უნდა შეძლოს ჩარევა მათ საქმიანობაში და ის პერიოდი, რომელიც ქვეყანაში პრაქტიკულად პარალიზებულია ეკონომიკისთვის, გამოცხადდეს ფორსმაჟორულად და ნებისმიერ ადამიანს, ფიზიკური პირი იქნება ეს თუ იურიდიული, შეუჩერდეთ პროცენტები“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე განცხადებით, ლარის გაუფასურება უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს.

„როდესაც საპროცენტო შენატანები, საერთაშორისო ვაჭრობა, ტურიზმი გაჩერებულია, მაშინ საიდან ჩნდება ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოთხოვნა დოლარზე?! გამოდის კომერციული ბანკები ახდენენ ამ ყველაფრის მანიპულირებას და სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. მოკლედ, ბანკები და სააფთიაქო ქსელები საქართველოში, ვერაფრით მიეჩვიენ, რომ მსგავს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მაინც იცხოვრონ საერთო სახალხო ინტერესებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ საკუთარი გამდიდრების ინტერესებიდან გამომდინარე. მთლიანობაში კი, დღეს მთავრობას ეკონომიკური გუნდიც არ ყავს და სერიოზულად უნდა ვიფიქროთ ეკონომიკური პროფილის მინისტრების ჩანაცვლებაზე, თუ გვინდა, რომ მეტ-ნაკლებად სიმშვიდე და გარკვეული სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს