გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის პერიოდში ერთი კარგი რამე შეუძლია გააკეთოს და პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი არ შეუშალოს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე გიგი უგულავას ადვოკატის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილს ეხმაურება და საქართველოს პრეზიდენტს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. როგორც გიორგი ვაშაძე განმარტავს, გიგი უგულავასთან დაკავშირებით შეწყალების მექანიზმის გამოყენება შეიძლება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სხვა მექანიზმების გამოყენება, რათა მათ საპატიმრო დაწესებულება დატოვონ.

„ძალიან მნიშვნელოვანი წერილია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაზე მოხდა შეთანხმება, როცა შეთანხმების ორი დოკუმენტი გაფორმდა. „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ, რომ ზედმეტი განცხადებების ნაცვლად საქმეს მიხედონ. სალომე ზურაბიშვილს მისი პრეზიდენტობის პერიოდში ერთი კარგი რამე შეუძლია გააკეთოს, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი არ შეუშალოს და იგივე წერილი იყო სენატის მხრიდან. აქედან გამომდინარე, დღესავით ნათელია, გიგი უგულავამ და სხვა პატიმრებმა საპატიმრო დაწესებულება უნდა დატოვონ. გიგი უგულავას შემთხვევაში შეიძლება იყოს შეწყალების მექანიზმის გამოყენება, სხვა შემთხვევაში უკვე სხვა მექანიზმების გამოყენებით. მაქვს მოლოდინი იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ იმის გარდა, რომ შეასრულონ შეთანხმება“,– გიორგი ვაშაძე.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა