​თურქეთი და საქართველო კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერან ოზგანთან კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი კოორდინირებული საქმიანობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორივე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შემდეგ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს, ასევე განხილული იქნა ის ღონისძიებები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობა დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად მიმართავს.

შეხვედრაზე ვირუსის გავრცელების შემდგომი პრევენციისთვის საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობა აღინიშნა. ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მიეცა.​

იხილეთ ვიდეო: საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა