მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე

კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ორ მათგანს დაბალი ტემპერატურა უფიქსირდება, ხოლო დანარჩენ სამთან სიმპტომები მინიმალურადაა გამოხატული.

„5 ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. ასაკობრივად განსხვავებული ზღვრული მონაცემებია ყველასთან. მხოლოდ 2 პაციენტთან არის ტემპერატურა 37.2. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათ შემთხვევაში სიმპტომატიკა ძალიან მინიმალურად არის გამოხატული.

ეს ხუთივე პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ისინი დაკვირვების ქვეშ იყვნენ, რადგან კონტაქტში იყვნენ ერთ-ერთ წყაროსთან.

თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებზე მუდმივი მეთვალყურეობა ხორციელდება,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეს ტესტირება კიდევ 22 პირს ჩაუტარდა, რომელთა პასუხებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო