რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი კარანტინში მყოფებზე - დღეს გაეწერა სამი მათგანი და ამ ეტაპზე ჩვენთან 27 პაციენტია

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის განცხადებით, კარანტინში ამჟამად 27 პაციენტი იმყოფება და კიდევ სამი პაციენტის მიღებას ელოდებიან.

მისივე ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს გაეწერა სამი პაციენტი. ამ ეტაპზე მხოლოდ 27 პაციენტია დარჩენილი, რომელიც მკურნალობას აგრძელებს. ახლაც ველოდებით 3 პაციენტს, რომელიც გადმოვა ჩვენთან და ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშ იქნება. ამ ეტაპზე ტემპერატურული რეაქცია არცერთს არ აღენიშნება. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებს თეა თავართქილაძე.

მისივე თქმით, კლინიკაში ჯამში 50 ადამიანზე გათვლილი საკარანტინო სივრცეა მოწყობილი.

„ამ ეტაპზე როგორც იცით, ჩვენი კლინიკა გადაკეთებულია საკარანტინო სივრცედ. გვაქვს სამი საკარანტინო სივრცე - 15, 15 და 20 საწოლიანი. ეს საკარანტინო სივრცეები არ მოიცავს ემერჯენსს და რეანიმაციას. ამ ეტაპზე მზად ვართ, რომ მივიღოთ 15 მძიმე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, 25 ადგილი ინტენსიურ ბლოკში გვაქვს და ასევე საკარანტინო ზონაც შეიძლება გადაკეთდეს პალატებად და იქ ნაკლებად მძიმე პაციენტები გადავიდნენ”,-აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს